ცუდი ფიზიკური აქტივობა აშშ-ში წელიწადში კიბოს 46 000 შემთხვევას იწვევს

ახალი კვლევის თანახმად, კიბოს განვითარების თავიდან ასაცილებლად ამერიკელებს კვირაში მინიმუმ ხუთი საათი სჭირდებათ ფიზიკური დატვირთვა. მეცნიერთა შეფასებით, რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია ყოველწლიურად თავიდან აიცილოს კიბოს 46,000 შემთხვევა.

შეერთებულ შტატებში 30 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში კიბოს შემთხვევების 3%  მჯდომარე ცხოვრების წესით არის გამოწვეული. წერს გამოცემა Science Daily.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ქალებში კიბოს გაჩენის ალბათობა ორჯერ მეტია, ვიდრე კაცებში.

ყველაზე დაბალი ფიზიკური აქტივობა ქვეყნის სამხრეთშია, ხოლო ჩრდილოეთით, მთიან რაიონებში, ის უფრო მაღალია.

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ყველაზე ხშირად პროვოცირებას ახდენს სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის, თირკმელების, საყლაპავის და ნაღვლის ბუშტის კიბოზე.