Twitter-ი 5G-სა და COVID-19-ის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს შეამოწმებს

საკომუნიკაციო პლატფორმა Twitter, 5G ინტერნეტისა და COVID-19-ის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს შეამოწმებს და დეზინფორმაციის თავიდან ასარიდებლად, ნამდვილ ფაქტებსაც წარმოადგენს.

"წინა თვეში ჩვენ დავაანონსეთ, რომ ახალ იარლიყებს წარმოვადგენდით, რომელიც შეიცავს გაფრთხილების მესიჯს და დამატებით ინფრომაციას COVID-19-თან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ან სადავო ინფორმაციაზე,' - განაცხადა Twitter-ის ადმინისტრაციამ.