უელსში უძველესი დინოზავრის კვალი აღმოაჩინეს

უელსის სანაპიროზე,  პენარტში დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Geological Magazine წერს. 

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნაკვალევი  დინოზავრის ერთ-ერთ უძველეს სახეობას ეკუთვნის.

ანაბეჭდები მოყვარულმა პალეონტოლოგმა აღმოაჩინა. მან სანაპიროზე გადაღებული ფოტო  მუზეუმს აჩვენა და მეცნიერებმა  უძველესი ნაკვალევის შესწავლა დაიწყეს. 

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბილიკი საუროპოდის წინაპრებმა დატოვეს - დიდი ბალახისმჭამელი დინოზავრი გრძელი კისრით. ამ ჯგუფის უძველესი ცხოველები ცხოვრობდნენ დედამიწის ყველა კონტინენტზე, მათ შორის ანტარქტიდაზე. 

აღმოჩენამ მეცნიერებს საშუალება მისცა მეტი გაეგოთ იმ დროისა და დინოზავრების ცხოვრების შესახებ.