ვირუსოლოგებმა COVID-19-ისგან სრული გამოჯანმრთელების ნიშნები დაასახელეს

როგორ დავრწმუნდეთ, რომ გადატანილი COVID-19-ის შემდეგ სხეულში ვირუსის ნაწილაკები აღარ დარჩა. ვირუსოლოგებმა ვირუსოლოგებმა დაასახელეს ნიშნები, რომლებიც კორონავირუსისგან სრულ განკურნებაზე მიუთითებს.

"ფაქტია, რომ ცხვირ-ხახიდან აღებული PCR-ნიმუში ვირუსის არსებობას ცხვირ-ხახაში განსაზღვრავს. ცხვირ-ხახიდან, როგორც ცნობილია, ვირუსს შეუძლია, ფილტვში, სისხლში, ნაწლავში გადავიდეს", - აღნიშნეს სპეციალისტებმა.

ამ მიზეზით, ადამიანის კოროვირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელების 100%-იან გარანტიად PCR-ტესტის ერთი უარყოფითი შედეგი ვერ ჩაითვლება. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ დაავადების გამომწვევი აგენტი ორგანიზმში აღარ არის, უმჯობესია გარკვეული პერიოდის შემდეგ ანალიზი გაიმეოროთ, ან კიდევ უკეთესი - დამატებითი კვლევისთვის სისხლი ჩააბაროთ.

"Covid-free გარანტიისთვის PCR ორჯერ, მაგალითად, სამი დღის ინტერვალით უნდა ჩაიტაროთ. მეორე გზაა, როცა PCR-ის სისხლში შემოწმება. ეს იქნება დამატებითი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსი გაქრა“, - ამბობენ ვირუსოლოგები.

კიდევ ერთი კვლევა, რომელსაც შეუძლია, ორგანიზმში კორონავირუსის ნაწილაკების არარსებობა დაადასტუროს, ანტისხეულების ტესტია.

ვირუსოლოგმა ასევე COVID-19-ით ხელახალი ინფიცირების რისკს გაუსვეს ხაზი. მათი თქმით, მოვლენების ასეთი განვითარების ალბათობის შემცირება ვაქცინაციას შეუძლია, რომელიც ასევე დაავადების მძიმე მიმდინარეობას უშლის ხელს.