ვუჰანიდან საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაციას საფრანგეთი ახორციელებს

საქართველოს ორ მოქალაქეს ვუჰანიდან საფრანგეთში გადაიყვანენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. ევაკუაცას ფრანგული მხარე ახორციელებს.

ჩინეთიდან გამოყვანილი მოქალაქეები საკარანტინო პერიოდს სამედიცინო დაწესებულებებში გაივლიან, რის შემდეგაც საქართველოში გამოემგზავრებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა.

„მაშინ, როდესაც სასიკვდილო ვირუსი საზღვრებს მიღმ ავრცელდება, ერთადერთი გზა, რომლითაც მსოფლიო მის გავრცელებას შეაჩერებს, ერთად დგომაა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.

გუშინ, საქართველოს სამი მოქალაქე ვუჰანიდან თურქეთში გადაიყვანეს. თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ანკარაში ღამით დაეშვა.