10 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი ეძებდა პოლიციამ იპოვა

გლდანში გაუჩინარებული 10 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. ბავშვი სამართალდამცველებმა მშობლებს მიუყვანეს. მოზარდი ჯანმრთელი და უვნებელია.

10 წლის ნინო ვოილენკოს პოლიციამ ცენტრალურ გამზირზე მიაგნო, სადაც სავარაუდოდ ის საახალწლო ღონისძიებების სანახავად წავიდა.

ნინო ვოილენკო ოჯახმა ბავშვის გაუჩინარების შესახებ გუშინ განაცხადა. მისი პოვნა პოლიციამ მალევე შეძლო.