102 წლის ემინე ჯორბენაძე "ფაიზერით" აიცრა - PHOTO

აჭარაში 102 წლის ქალმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში უხუცესი, ემინე ჯორბენაძე "ფაიზერის" პირველი დოზით აიცრა.

"პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა, ქალბატონი ემინე თავს კარგად გრძნობს. COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია მისი დაჟინებული თხოვნა იყო ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის დასაცავად", - აღნიშნულია საავადმყოფოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.