106 ახალი შემთხვევა - ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება 458 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 106-ს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 118 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 058 შემთხვევაა დაფიქსირებული, 2 071, პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა.