11 დეკემბრის მონაცემით აცრილთა რაოდენობა გაიზარდა

11 დეკემბრის მონაცემით საქართველოში Covid 19-ის საწინააღმდეგო 2 300 323 აცრაა ჩატარებული. მათ შორის სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 227 656 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43.2%-ია. 

სრულად ვაქცინირებულია 1 042 961 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.5%-ს შეადგენს. 

ბუსტერ დოზა გაიკეთა 28 948 პირმა. 

10 დეკემბერს აიცრა 11 184 ადამიანი.