13 დეკემბერს ელექტროენერგია შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება კრწანისის რაიონს დროებით შეეზღუდება.

"11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- ნათქვამია ინფორმაციაში.