14:00 საათისთვის პორტალზე "ფაიზერის" 50 000-ზე ნაკლები დოზაა დარჩენილი

ვაქცინაციის პორტალზე 14:00 საათისთვის "ფაიზერის" 50 000-ზე ნაკლები დოზაა დარჩენილი. რეგისტრაციის გახსნიდან 2 საათში ვაქცინაციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. 

დილიდან საიტი ხარვეზებით მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით შეფერხებები აღარ შეიმჩნეოდა. მსურველები ვაქცინაციაზე დარეგისტრირებას, შესაბამისი პროცედურის შემდეგ, თავისუფლად ახერხებენ.