14 და 18 წლის ახალგაზრდები დაშავდნენ გორში მომხდარი ავარიისას

ავარია მოხდა გორში, კვერნაქის დასახლებაში. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია - 14 წლის, ხოლო მეორე - 18 წლის. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. 

როგორც მედიკოსები ამბობენ, პაციენტებს შესაბამისი დახმარება გაუწიეს. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შს სამინისტრომ საქმის გამოძიება სსსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.