ამბროლაურში, სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-ამდე მეხანძრე-მაშველი, ინდივიდუალური სპეც ტექნიკის საშუალებით აქრობს.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს.
ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.