17 მაისს სასულიერო პირები ქალაქის ქუჩებს აკურთხებენ

"წელს გამომდინარე პანდემიური სიტუაციიდან მოხდება ქალაქის საყოველთაო კურთხევა. დალოცავენ მოსახლეობას, აკურთხებენ ქუჩებს და ამით აღვნიშნავთ წლევანდელ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს , 17 მაისს",- ამის შესახებ ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება მცირე აიაზმა, წყლის კურთხევა სამების საკათედრო ტაძარში, რომლის შემდეგ ავტოკოლონებით მოძღვრები გაემართებიან თბილისის ყველა უბანში და აკურთხებენ როგორც მოსახლეობას ისე ქუჩებს

"წელს პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ფეხით მსვლელობა არ იქნება",- განაცხადა კოტე სვანაძემ.