18 მაისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 მაისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

თბილისში, ღამით +15 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით კი 27 გრადუსი იქნება და დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

ბათუმში, ღამით + 19, დღისით კი + 23 გრადუსი სითბო იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ზუგდიდში, ღამით +17, დღისით + 26 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ქუთაისში, ღამით +18, დღისით კი +27 გრადუსია და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

თელავში, ღამით წვიმა და +15 გრადუსი იქნება, დღისით კი ნზე და +27 გრადუსია მოსალოდნელი.  

ლაგოდეხში, ღამით იწვიმებს, ტემპერატურა + 17 გრადუსი იქნება, დღისით კი +27 გრადუსი დაფიქსირდება და დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

სიღნაღში, ღამით +14 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, დღისით კი მზე და +26 გრადუსი იქნება.

მესტიაში, ტემპერატურა ღამით +9 გრადუსი იქნება, დღისით კი +19 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ცაგერში, ღამით +15 გრადუსი, დღისით კი +24 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი.

+6 გრადუსია მოსალოდნელი ღამით ბახმაროში, დღისით კი +16 გრადუსი იქნება. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.