რუსთავში 18 წლის გოგო ცხვირის ოპერაციისას გარდაიცვალა - ინფორმაცია ახლდება

რუსთავში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.

გეგმიური ოპერაციის დაწყებამდე გოგონას ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა რა დროსაც მას გული გაუჩერდა.

დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ რომ, სიკვდილი სავარაუდოდ ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.