19 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხუთშაბათს, 19 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

უნალექოდ ჩაივლის დღე დედაქალაქში. თბილისში +31 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. იქროლებს სუსტი ქარი 10-15 მეტრი წამში.

მარალი ტემპერატურა შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოშიც. ბათუმში 28 გრადუსი სითბო, ზუგდიდში კი +27 გრადუსი იქნება. +29 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქუთაისში. თბილის ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. თელავში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსს მიაღწევს. 29 გრადუსი იქნება ლაგოდეხში. სიღნაღში +26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

მარალი ტემპერატურა შენარჩუნდება მაღალმთიან რეგიონებში. მესტიაში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე გათბება. ცაგერში +27 გრადუსი, ბახმაროში კი + 22 გრადუსია მოსალოდნელი.