2 დაღუპული და 6 დაშავებული - ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი გარდაიცვალა და ექვსი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორის არიან არასრულწლოვნები. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.