20 აგვისტოს საქართველოში აგრილდება და წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

მათი ცნობით, 20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. 21-22 აგვისტოს კი ზოგან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 20 აგვისტოს სითბოს ფონზე (+29, +34 გრდუსი) ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.