20 დეკემბერს თბილი ამინდი შენარჩუნდება

20 დეკემბერს, დღე უნალექოდ ჩაივლის. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე გათბება.

+15 გრადუსი იქნება ბათუმშიც. +17 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი ზუგდიდსა და ქუთაისში.

თელავში, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი ლაგოდეხში. +16 გრადუსი იქნება სიღნაღშიც.

მესტიაში, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. +14 გრადუსია ნავარაუდევი ცაგერში. ბახმაროში კი +6 გრადუსი იქნება.