200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება - გახარია

ადამიანები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 1200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პროგრამა 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარს მიიღებენ.

„წინა ტალღის პერიოდში ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც დაახლოებით იგივე ციფრი იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.