21 იანვარს, ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება

21 იანვარს, ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაეცემა.ღამით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

+6 გრადუსი და წვიმა იქნება ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

თელავში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაეცემა. +6 გრადუსი იქნება ლაგოდეხში, სიღნაღში კი +5 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

მესტიაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ცაგერში ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაეცემა. ბახმაროში -3 გრადუსია მოსალოდნელი.