22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა.

დღეს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ ქობულეთში სოფ. თიკერში გამწვანების ღონისძიება განახორციელა.

აქციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომლებმა და ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მეტყევეებთან ერთად დარგეს 500-მდე თიკერის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ფიჭვის ნერგი. მოზარდებს ჩაუტარდათ ლექცია ნერგის დარგვის, მოვლისა და მნიშვნელობის შესახებ რომლის დასრულების შემდეგაც გადაეცათ სატყეო სააგენტოს ლოგოთი გაფორმებული მაისურები და კეპები.

ცნობისთვის, ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგმორტონია.