22 სექტემბერს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბილისში, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 22 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი- ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ჯაბიძის, ვეკუას, მწვანე და შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას და ხიზაბავრის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი-გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი-გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ართვინის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი-გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, ენგურგესის, რაზიკაშვილის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ქიზიყის, პოლიციის, მებაღეობის, ენუქიძის, სანაძის, სამგორის და ჟონეთის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი-გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ატენის, ტაბიძის, დარიალის, აბაშიძის, მიშველაძის და ცხვედაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.