24-25 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. უნალექო ამინდი მოღრუბლულობის ფონზე შენარჩუნდება. 

24 ნოებერს თბილისში ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 

25 ნოემბერს ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღისით +5 გრადუსამდე დათბება.