24 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოში

სინოპტიკოსების ცნობით, 24 ივლისს საქართველოს უმეტეს ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას კონკრეტულ ქალაქებში:

თბილისში ღამით +22°, დღისით +33° იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

სოხუმში ღამით +21°, დღისით +30°, დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბათუმში ღამით +22°, დღისით კი +31° შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

ზუგდიდში ღამით +21°, დღისით კი +31°. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ქუთაისში ღამით +23° და წვიმა, დღისით +33° იქნება,  ხანმოკლე წვიმის თანხლებით.

თელავში ღამით ტემპერატურა +22°, დღისით კი +33°, სინოტპრიკოსები თელავშიც ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ.

ლაგოდეხში ღამით +24°. დღისით +33° დაფიქსირდება, ხანმოკლე წვიმით.

სიღნაღში ღამით +20° გრადუსი იქნება. დღისით კი +31°-მდე სითბო, ხანმოკლე წვიმა.

ბორჯომში ღამით +18°, დღისით კი +32° და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ახალციხეში ღამით +19° იქნება, დღისით კი +31°, ხანმოკლე წვიმით.

მესტიაში ღამით +15, დღისით +29° სითბო, მოსალოდნელია ნალექი, ხანმოკლე წვიმის სახით.

ცაგერში ღამით +20° , დღისით კი +32°-მდე დათბება, ხანმოკლე წვიმის თანხლებით.

ბახმაროში ჰაერის ტემპერატურა ღამით +14°იქნება, დღისით კი +30°, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.