24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 11 808 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 11 808 ადამიანი აიცრა.

25 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 454 879 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 273 858 ადამიანი, მოსახლეობის 44.3%.

სრულად ვაქცინირებულია 1 118 799 ადამიანი, მოსახლეობის 39.0%. „ბუსტერ დოზა“ გაკეთებული აქვს 61 091 ადამიანს.