26 მარტს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს, აბონენტთა ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ციხისძირი, მუხრანი, ქსანი, ქსოვრისი, აღაიანი, ძალისი, ერედა, ხილიანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ზონკარის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ფხელშე, არშა, გარბანი, სიონი, ვარდისუბანი, გერგეთისუბანი, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ლუთხუბი, ფასანაური, ზანდუკი, ბახანი, დიხჩო, ბაკურხევი, ბოსელი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გლდანში მიდელაურის, რაზმაძის, კობერიძის, ხერგიანის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე თანეთის და მამკოდის გზატკეცილზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.