27 წლის ექთანი გარდაიცვალა

27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც გუშინ, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

27 წლის მეგი ბარბაქაძე გუშინ ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.