28 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 28 აპრილს თბილისის აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრო რაიონის მცხოვრებლებს. ასევე, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის აბონენტებს.

რაც შეეხება სამგორის რაიონს, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ: ვარკეთილის მასივი ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, იმედა კახნიაშვილის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.