30-მდე მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელს მიიღებს - საკრებულოს გადაწყვეტილება

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 30-მდე მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელს მიიღებს. გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. 

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ ორი ახალი დეპუტატის უფლემამოსილება ცნო. ირაკლი ზარქუა და ბექა დავითლიანი, რომლებიც ახლა პარლამენტის დეპუტატები არიან, მიხეილ მესხმა და ბორის ფირცხელიანმა ჩაანაცვლეს.