300 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა

თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას შეიძენენ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ კონკურსი უკვე გამოაცხადა. 

მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა) უნდა წარადგინონ.