31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს უმასპინძლებს

25 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს უმასპინძლებს. სპორტული შეჯიბრები 35-მდე სპორტის სახეობაში მოეწყობა.

ღია სივრცეებში აქტივობები მოეწყობა. მონაწილეები და დამსწრე სტუმრები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან წესები და შეჯიბრში მონაწილეობა ეპიდვითარებით გამოწვეული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღონ.

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სპორტის კვირეულის ორგანიზატორი საქართველოს სპორტული ფედერაციებია.