32 წლის ქალი კლინიკა "ჯერარსში" კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 32 წლის ქალი კლინიკა "ჯერარსში" გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია repoert.ge-ს კლინიკაში დაუდასტურეს.

მათი თქმით, პაციენტს ფილტვების პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.

"32 წლის პაციენტი კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი COVID-19 -გან გამოწვეული მძიმე ფილტვების პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა"- განუცხადეს კლინიკაში report.ge-ს

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და დღე-ღამის განმავლობაში 23 ადამიანი გარდაიცვალა. 1,824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 32 127-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა1,262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 370-ს შეადგენს.