4 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა - ავარია შიდა ქართლში

გორი-კასპის გზაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესთან "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.

ავტომობილში 4 ახალგაზრდა იჯდა, ოთხივე მათგანი დაშავდა. მათგან ორი სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. კლინიკა "გორმედის" ექიმის განმარტებით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.