4 გადაწყვეტილება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო, რომლის თანახმადაც: 

19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში.

12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები.

1-ლი ოქტომბრიდან იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში.

რაც შეეხება VII-XII კლასის მოსწავლეებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ისინი დისტანციურად გააგრძელებენ სასწავლო პროცესს. მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.