42 შეკვრა ჰეროინი ამოიღო პოლიციამ გარდაბანში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, რომელთაც თან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდათ. 

შსს-ს ცნობით, 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა. სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკის შედეგად 42 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.