5 000-მდე მოქალაქეს "ფაიზერით" ვაქცინაციაზე უარი ეთქვა - თამარ გაბუნია

"ფაიზერით" ვაქცინაციაზე 4 750 მოქალაქეს უარი ეთქვა. მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო ან სხვადასხვა შემთხვევის გამო ჯერეჯერობით ვაქცინაცია არ უწევდა. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განცხადებით, “ფაიზერის” ვაქცინაზე ჯავშანი ჯამში 142 195 პირს დაუდასტურდა.

“5000-მდე ჯავშანი რეალურად არ შედგა და ბუნებრივია ეს ადგილები დაემატება პორტალს” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.