5 მოკლული და ოჯახური ძალადობის 5399 შემთხვევა - მიმდინარე წლის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში მიმდინარე წელს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 5 ქალი მოკლეს. ოჯახურ ძალადობას გასულ წელს 7, ხოლო 2017 წელს 14 ქალი ემსხვერპლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებითმ, მიმდინარე წლის მხოლოდ 6 თვეში, ქალზე ძალადობის და მუქარის გამო 5399 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
ოჯახური ძალადობის ბოლო შემთხვევა დღეს დაფიქსირდა, როცა ბოლნისში ქმარმა, სამი შვილის დედა, 25 წლის ცოლი, ქამრით გაგუდა და მოკლა.