55 წლის კაცს ჭის წმენდისას მიწით სავსე სათლი დაეცა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - სოფელ ჭაქვინჯში ჭის წმენდისას მამაკაცს მიწით სავსე სათლი დაეცა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით ჭიდან მიწის ამოღებისას სათლს სახელური მოწყდა და ჭაში მყოფ 55 წლის მამაკაცს თავზე დაეცა.

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.