6 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო 6 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო დიდუბის რაიონში10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, ვლადიმერ ვორონინის, ფიფია ეგნატესა და ვახტანგის, გორის, ცაბაძის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.