6 თვის ტაისიამ ბინაზე მეთვალყურეობით COVID-19 დაამარცხა

6 თვის ტაისიამ ბინაზე მეთვალყურეობით კოვიდი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექიმი თემურ მიქელაძე ავრცელებს. 

,,დღის პოზიტივი. 6 თვის ტაისიამ, ბინაზე მეთვალყურეობით, როგორც ბავშვების უმრავლესობამ, COVID-19 -იც დაამარცხა და გვეწვია პროფილაქტიკურ ვიზიტზე. ყველაფერი კარგად იქნება!", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.