კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მონაცემები stopcov.gov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.