78 წლის მასწავლებელი პირველი გიმნაზიიდან ტაშით გააცილეს - VIDEO

თბილისის #1 კლასიკური გიმნაზიიდან 78 წლის მასწავლებელი გააცილეს. მას სკოლის ფოიეში დაეზოში მოსწავლეები და დირექციის წარმომადგენლები დახვდნენ. პედაგოგს ტაშით და სამადლობელო შეძახილებით დაემშვიდობნენ. სვეტა ფანგანი გიმნაზიაში რუსულ ენას ასწავლიდა.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი. ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.