8 ივლისს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 8 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

"თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის, წურწუმიას, ალექსიძის და ქვილითაიას ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ენუქიძის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და რკინიგზის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ქურდიანის, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ). გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, აეროდრომის დასახლების, 17 შინდისელი გმირის, წულუკიძის, ძეგლევის, ჩაჩუას, კაკაბეთის, წალენჯიხის, ხარაბაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, კოპცოვის და ჯიქიას ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვიშვილის, აბაშიძის და ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.