8 თვის შემდეგ წარმოუდგენლად გამძლე იმუნური პასუხი აღმოაჩნდა - რა ინფორმაციას აქვეყნებს კულუმბეგოვი

„ჯონსონის ვექტორულ ვაქცინას ერთჯერადი ინექციიდან 8 თვის შემდეგ წარმოუდგენლად გამძლე იმუნური პასუხი აღმოაჩნდა (მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები, ინტერფერონი-გამა, T ლიმფოციტური რგოლი…)“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი წერს.

„კვლევაში შემოწმებული იქნა ვაქცინის მდგრადობა ყველა გავრცელებული კოვიდის ვარიანტის (ალფა, ბეტა, გამა, დელტა, კაპა, ეპსილონი) მიმართ.

პ.ს. ჩემი აზრით, მომავალი, მხოლოდ შერეული ვაქცინაციის რეჟიმების ხელშია“,- წერს კულუმბეგოვი და The New England Journal and Medicine-ში დაბეჭდილი კვლევის შედეგს აქევყნებს.