80 წლის მამაკაცი სამკურნალოდ ახალგორიდან მცხეთის კლინიკაში გადმოიყვანეს

80 წლის კარლო თაზიაშვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ახალგორიდან მცხეთის კლინიკაში გადმოიყვანა.

თაზიაშვილი ახალგორის საავადმყოფოში გულის უკმარისობის დიაგნოზით შეიყვანეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, პაციენტი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

პაციენტი მკურნალობას მცხეთის საავადმყოფოში აგრძელებს.