9 თვეში უცხოეთიდან საქართველოში 2561 მოქალაქე გამოაძევეს

2019 წლის 9 თვეში უცხო ქვეყნებიდან საქართველოს 2 561 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. 2019 წლის იანვარიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყნის საზღვარი 2 798 199 საქართველოს მოქალაქემ გადაკვეთა. ამავე პერიოდში საქართველოში შემოვლა უფიქსირდება 2 755 540 საქართველოს მოქალაქეს.

შსს-ს ინფორმაციით 2019 წლის იანვარიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 2 561 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.