94 წლის ასაკში გარდაიცვალა ონის კოლორიტი

94 წლის ასაკში გარდაიცვალა ონის კოლორიტი, მრავალი თაობის აღმზრდელი და მეგობარი, საპატიო ონელი, მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის, ვეტერანთა პირველობაში ორგზის ჩემპიონი -ალექსანდრე (შურა) მაისურაძე.

ალექსანდრე (შურა ) მაისურაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი თაობების აღზრდაში, სპორტის განვითარებასა და ჭიდაობის პოპულარიზაციაში.