მაშველები მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

მაშველები მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, სამძებრო-სამუშაოები დილიდან დაიწყო.

ახალგაზრდა კაცს მდინარეში 10 მეხანძრე-მაშველი და თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი ეძებს. 

სამუშაობში იყენებენ სპეცტექნიკასა და დრონს. მიმდინარეობს ფსკერის სკანირება ექოლოტით.